დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ცხინვალი როგორც სტალინირი“ 04.05.2020 13:35

აშშ-ის რუსულენოვანი გაზეთი „რუსსკიი ბაზარი“ («Русский Базар») ეხმაურება საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ცენტრის - ცხინვალის „სტალინირად“ გადარქმევის ფაქტს და  სტატიას აქვეყნებს სათაურით „ცხინვალი როგორც სტალინირი“ (ავტორი - ნიკოლაი სუხოი).


„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ცენტრს - ცხინვალს დროებით სტალინირი უწოდეს. ასეთ სახელს ქალაქი 1934-1961 წლებში ატარებდა, რაც იოსებ სტალინის კულტის გამოხატულებას წარმოადგენდა. ქალაქისათვის სახელის გადარქმევა 9 მაისთან დაკავშირებით მასობრივი პროპაგანდის ფონზე მოხდა - დილიდან საღამომდე ოსებს ხელისუფლება საბჭოთა არმიის გმირობაზე უყვებოდა, აქებდა ვლადიმერ პუტინს როგორც იოსებ სტალინის ღირსეულ მემკვიდრეს და ამ ფონზე არ ივიწყებდა საქართველოს როგორც მტრულად განწყობილ მეზობელს“, - აღნიშნული პუბლიკაციაში.


ავტორი გაზეთის მკითხველებს ახსენებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა საქართველოს 2008 წელს წაგლიჯა და მას შემდეგ ორივე რეგიონი სიღარიბის, უმუშევრობის, დამნაშავეობის და მოსკოვის პროპაგანდის მორევში ჩაიძირა, საქართველო კი განვითარებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცა. „ცხინვალ/სტალინირი“ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ბედი ელოდებათ იმ რეგიონებს, სადაც რუსეთი და კრემლის მიერ ნაქები „რუსული სამყარო“ მიდის: 12-წლიანი ოკუპაციის პერიოდში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ისეთი ახალგაზრდა თაობა გაიზარდა, რომლებთაც ტვინი უკვე მოსკოვის პროპაგანდით აქვს გამორეცხილი“, - ხაზს უსვამს ავტორი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

http://www.russian-bazaar.com/ru/content/263309.htm

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ