დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ბელარუსში 9 მაისს სამხედრო აღლუმი გაიმართება - ქვეყანაში აღლუმის ჩაშლის მიზეზი არ არსებობს“ 04.05.2020 21:15

ბელარუსში 9 მაისს სამხედრო აღლუმი გაიმართება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, ქვეყანაში აღლუმის ჩაშლის მიზეზი არ არსებობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აღლუმი ადამიანების ჯანმრთელობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სულ გახსნილები ვიყავით, ჩვენი არ გადაგვიდია არც ერთი ღონისძიება, არ დაგვიკეტავს მაღაზიები, რესტორნები თუ კინოათერტრი, ჩვენ ასე თუ ისე ნორმალური სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსში „კოვიდ-19“-ის 17 500 შემთხვევაა დაფიქსირებული. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვირუსის საფრთხე მედიაში გადამეტებულია და ქვეყანაში ფიზიკური დისტანცირების წესების შემოღების საჭიროება არ დგას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ