დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ევროკავშირის მხრიდან კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება 04.05.2020 22:49

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საუბრისას განიხილეს კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული, კრიზისული ვითარება. სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ევროპული სოლიდარობა. შარლ მიშელი საქართველოს ხელისუფლების იმ გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას უკავშირდება და თავის მხრივ, ევროპის ქვეყნების სამომავლო ეკონომიკური განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

 

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კრიზისმა ტურიზმის სექტორი სერიოზულად დააზარალა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება. აღინიშნა, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო ევროპის ახლო პარტნიორია. საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია" , - ნათქვამია ინფორამციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ