გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა. ონლაინ გამოკითხვის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერა Take Me As I Am გახდა. გამოკითხვა ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge