დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ართვინში კორონავირუსით დააავადების შემთხვევა 17 დღეა აღარ ფიქსირდება 05.05.2020 11:41

თურქულ გაზეთ „ჰურიეთ“-ში («Hürriyet») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ართვინში კორონავირუსით დააავადების შემთხვევა 17 დღეა აღარ ფიქსირდება“, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ართვინის პროვინციაში, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, ორ კვირაზე მეტია „კოვიდ-19“-ით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა. უფრო მეტიც - ბოლო დროს, ვინც კი საავადმყოფოში იწვა, გამოჯანმრთელდა და გაეწერა.


საერთო მონაცემებით, ართვინის პროვინციაში, სადაც 26 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 39 დაინფიცირებული მოქალაქე გამოვლინდა, მათგან კი ხუთი გარდაიცვალა.


როგორც პროვინციის გუბერნატორი ილმაზ დორუკი ამბობს გაზეთთან საუბარში, მოქალაქეები მკაცრად იცავენ მოწოდებას „დარჩით სახლში“. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ძალისხმევას, რაც ადმინისტრაციამ განახორციელა, მათ შორის - თურქეთ-საქართველოს საზღვრზე არსებული სარფის საკონტროლო გამსვლელი პუნქტის დროულ დახურვას, რის შედეგადაც დაავადების რისკები და რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.


„ართვინელებო, დიდი მადლობა, რომ თქვენ ასე მტკიცედ იცავთ კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების მიზნით დადგენილ წესებს. მჯერა, რომ სანამ საფრთხე არ გაივლის, მომავალშიც დაიცავთ სოციალურ დისტანციას და იზოლაციის წესებს“, - მიმართა თანამოქალაქეებს ილმაზ დორუკი.


სტატიაში აღნიშნულია, რომ ართვინის ილის (პროვინციის) მუნიციპალიტეტებში - მურღულში, არხავში და არტანუჯში ვირუსით დაინფიცირების ფაქტები არ გამოვლენილა.


წყარო: https://www.hurriyet.de/news_artvin-seit-17-tagen-ohne-neue-coronavirus-faelle92192_143536552.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ