დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"დღემდე მსოფლიოში არ არის პირობითი შეთანხმება არა თუ პანდემიის მოქმედების ხანგრძლივობის პერიოდზე, არამედ ეკონომიკების ამუშავების ეტაპებზეც კი!" 05.05.2020 13:47

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ხელისუფლებამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი დაიწყო, გამოცხადდა ანტიკრიზისული გეგმის სოციალური პაკეტის მიმღებთა ვინაობა და დახმარებების გაცემის პერიოდულობაც. ბუნებრივია, ეს ეკონომიკისათვის არის კარგი, მათ შორის შიდა მოთხოვნის სტიმულირების თვალსაზრისით. თუმცა, რადგან დროის ფაქტორზეა საუბარი, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის სახელმწიფოების დიდ ნაწილს ჯერაც არ დაუწყია თუნდაც სოციალური მხარდამჭერი პაკეტის რეალიზაცია!


ოპოზიციური ფლანგის მიერ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკა არ ეყრდობა საკითხის ობიექტურ ან თუნდაც სუბიექტურ ანალიზს და ამ ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნებს. ამ კრიტიკის ქვეტექსტია აჩვენოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უსამართლობა და გულგრილობა საზოგადოების მიმართ. მაგალითისთვის, ნაციონალური მოძრაობა ფართოდ დარეკლამებული პიარ-კამპანიით ჯიუტად გვთავაზობს სამთავრობო პროგრამის ალტერნატივას - ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული თანხით, ერთჯერადად დახმარებოდა კრიზისით დაზარალებულ მოსახლეობას. შესაბამისად, 930 ლარიანი ერთჯერადი მხარდაჭერა გაეწია 1.1 მილიონი ოჯახისთვის. მართალია, მოგვიანებით ერთჯერადი 2 ჯერად გადანაწილებით ჩანაცვლდა, მაგრამ აქ პრინციპულად ბევრი არც არაფერი იცვლება.

რამდენიმე ფაქტორზე მინდა ყურაღების გამახვილება:


პირველი - თითქოს დახმარების გარეშე დარჩა 2. 7 მილიონი ადამიანი, მათ შორის 590 ათასი თვითდასაქმებული და 760 ათასი პენსიონერი! საინტერესოა რა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა ეს ციფრი (590 ათასი), რადგან სამთავრობო პროგნოზი 250 ათას ადამიანზეა გათვლილი. როცა აპელირებენ შემწეობის გარეშე დარჩენილ 590 ათას თვითდასაქმებულზე, არ კონკრეტდება,რომ თვითდასაქმებულების 80 პროცენტამდე სოფლის მეურნეობის სფეროში არის თვითდასაქმებული და მათ დასახმარებლად სოფლის მეურნეობის საკმაოდ მაშტაბური პროგრამებია დაწყებული!.


კრიზისი, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე და გარკვეული დოზით ყველას შეეხება, თუმცა, სამწუხაროდ, დახმარების მიზნობრივი ჯგუფი ყველა ვერ იქნება. ყველა ქვეყანაში სადაც მთავრობების მიერ მოხდა ფულადი დახმარებები, ის გათვალიწინებული იყო იმ ადამიანებზე ვინც დაკარგა სამუშაო, ან შეუმცირდა შემოსავალი ან დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე. მაგრამ თუ ადამიანი ვერ დაასაბუთებს შემოსავლის დაკარგვის წყაროს დახმარება უბრალოდ არ გაეწევა თუ ეს ადამიანი რაიმე სხვა სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში არ არის ჩართული.


მეორე, არასწორია იმის შეფასება, თითქოსდა გაზის გადასახადის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების ეფექტი დაბალია, რადგან გაზს მოიხმარს სოფლად მცხოვრები ოჯახების მხოლოდ 50 %. დახმარება გაეწია ყველას, ხოლო რეალურად გაზიფიცირებული აბონენტების მთლიანი რაოდენობა როგორც ქალაქად, ისე სოფლად შეადგენს 82 % ზე მეტს. გაზიფიცირების პრობლემა იდგა 2013 წლამდე, ანუ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში, როდესაც გაზიფიცირებული იყო მოსახლეობის მხოლოდ 50 %-მდე. 2013-2018 წლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის შედეგად 284 ათასამდე, როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრები აბონენტი დაკმაყოფილდა. აქ არ შედის ის ოჯახები, რომლებიც სოფლად და ძირითადად მაღალმთიან რაიონებში გაზის ბალონებს მოიხმარენ!


მესამე, გარკვეულწილად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა უმუშევრად დარჩენილი პირების 6 თვიანი დახმარების პროგრამის მიბმა პოლიტიკასთან, რადგან ჯერ ერთი, ეს პერიოდი აღებულია უმუშევრობის შემწეობის საერთაშორისო პრაქტიკის მინიმალური ვადიდან გამომდინარე და მეორეც, მთავრობამ ამ ვადით გარკვეულწილად დააზღვია კორონა ვირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე ზემოქმედების ვადებიც, რაც მთლიანად არის მხარდაჭერილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან!


მეოთხე, რატომღაც ყურადღება არ არის გადატანილი ფიზიკური პირებისათვის სესხების 3 თვიანი გადავადების და კომუნალური გადასახადებს სუბსიდრების ფაქტორზე. სესხების გადავადება, ისევე როგორც კომუნალური გადასახადების ნაწილში სახელმწიფო სუბსიდირება, რითაც ადამიანებს ფულად დახმარებებამდე გამოუთავისუფლდათ თანხები, შეეხო ყველას, უმუშევრად დარჩენილსაც, პენსიონერსაც და თვითდასაქმებულსაც! ყურადღება არ არის გამახვილებული ასევე სხვა შემავსებელ სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებზე, რომელიც გულისხმობს 65 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების, 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 3-ზე მეტი 16 წლამდე ასაკის შვილიანი ოჯახებისთვის და ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დამატებით 600 ლარიან დახმარებას. აღნიშნული წარმოადგენს მიზნობრივ დახმარებას და მიმართულია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.


ამასთან, ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებიც საბოლოო ჯამში მოსახლეობაზე აისახება, რადგან ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების გზით ამცირებს უმუშევრობის ხანგრძლივობას და ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.


და ბოლოს, ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გარეშეც, იმის ხელაღებით მტკიცება, რომ სოციალური დახმარების ერთჯერადი დარიცხვა იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება და აგვარიდებდა სიღარიბეს, სხვა ფაქტორებს თავი რომ დავანებოთ, საკმაოდ მაღალი რისკების მატარებელია. ერთჯერადი დარიცხვა, პანდემიის თანმდევი სტრესული თუ პანიკური განწყობებისას, ფულის დიდი მასის ბაზარზე გამოსვლით, დიდი ალბათობით, ისედაც მაღალი ინფლაციის პროვოცირებას მოახდენდა. 2 თვიანი დარიცხვის შემთხვევაშიც, მიღებული თანხის მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად იქნებოდა შემცირებული. რაც მთავარია, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, რისი ალბათობაც არ შემცირებულა დღესაც ამ „გამორიცხვის მეთოდით“, თუნდაც 2 თვის შემდეგ, უკვე მაისში, პრაქტიკულად ყველა სოციალურად დაზარალებული ჯგუფი: პენსიონერები, უმუშევრად დარჩენილები თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები, გაზრდილი ფასების პირობებში ამ ერთჯერადი დახმარების პრაქტიკული ამოწურვით, აღმოჩნდებოდნენ სრული სიღატაკის და შიმშილის პერსპექტივის ქვეშ! ბუნებრივია, კვლავ დადგებოდა, სულ მცირე, ანალოგიური თანხით დაფინანსების აუცილებლობაც, რაც ჯამურად ბიუჯეტის 18 % გამოვა და რისი შესაძლებლობაც ასეთ მცირე დროში, მთავრობას შეიძლება არ ჰქონდეს ელემენტარულად ბიუჯეტის მკვეთრი დეფიციტის გამო. ამიტომაც არ უჭერდენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ამ სახის სცენარებს მხარს.


რეალობა კი ის არის, რომ დღემდე მსოფლიოში არ არის პირობითი შეთანხმება არა თუ პანდემიის მოქმედების ხანგრძლივობის პერიოდზე, არამედ ეკონომიკების ამუშავების ეტაპებზეც კი!" - წერს გიორგი ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ