15:12 05.05.2020
ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. მედალი ეძღვნება „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს“. შესაბამისი განკარგულების შესახებ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩო წერს.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიმ ჩენ ინს ჯილდო გადაეცა, პირადი დიდი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ საბჭოთა მოქალაქეთა მარადიული ხსოვნისთვის, აგრეთვე სამარხების და მემორიალების შენარჩუნებისთვის.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, მედალი რუსეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრ, ლი სონ გუონს გადასცა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge