დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7149

EUR 3.1737

გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ევროპის ყველა ქვეყანას გაასწრო 05.05.2020 15:47

გაერთიანებულ სამეფოში COVID 19- ით დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

როგორც სააგენტო ქვეყნის „ეროვნული სტატისტიკის ოფისზე” დაყრდნობით იუწყება, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით, კორონავირუსით 30 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, რაც იტალიის მონაცემებს აჭარბებს.

 

Worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 29 079-ია, ესპანეთში - 25 428, საფრაგეთში კი ვირუსით დღემდე 25 201 ადამიანია დაღუპული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ