რუსულ ყოველკვირეულ გაზეთ "არგუმენტი ნედელი“-ში («Аргументы недели») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „კურსი კეთილი დასასრულისკენ: კორონავირუსული სიტუაცია საქართველოში“ (ავტორი - ალექსანდრე კროხმალი), რომელშიც ნათქვამია:
"მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით დაავადებულების გამოვლენა საქართველოში ისევ გრძელდება, ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანა სულ მალე თავს გაართმევს დაავადებას და ეპიდემიას სასიკეთო დასასრული ექნება.
რატომ?
იმიტომ, რომ საქართველოს ჰაერი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ჰაერად ითვლება, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი მტკიცე ჯანმრთელობით. სხვათა შორის, ბოლო დროს ქართული ჯანდაცვის სისტემაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა...."
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://argumenti.ru/world/2020/05/664189
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge