14:01 06.05.2020
საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის


-----------
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ახალი მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 716.9 ადამიანი ცხოვრობს.
ამ რაოდენობიდან მამრობითი სქესის ადამიანთა რაოდენობამ 1 მილიონ 790.3 შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემის თითქმის იდენტურია. ხოლო ქალების რაოდენობა ქვეყანაში 0.3 პროცენტით შემცირდა.


საქართველოში სულ 1 მილიონ 926.6 ქალი ცხოვრობს. ამ მონაცემიდან კი ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული რაოდენობის 53% ქალი, ხოლო 48% მამაკაცია.
საქსტატის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის.
მონაცემებით შეიძლება ითქვას, ისიც რომ საქართველოში ქალები უფრო მეტხანს ცხოვრობენ ვიდრე მამაკაცები.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge