დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ახლა ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს კორონავირუსთან დაკავშირებული ეს მოცემულობა და კარგი ციფრები როგორ გადათარგმნოს მოგებაში და ტურისტების შემოყვანაში" 06.05.2020 15:19

ახლა ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს კორონავირუსთან დაკავშირებული ეს მოცემულობა და კარგი ციფრები როგორ გადათარგმნოს მოგებაში და ტურისტების ნაკადის შემოყვანაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შეთავაზების პაკეტი უცხოელი ტურისტებისთვის.

 

„ამ თვალსაზრისით, მართლა დავაგვიანეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს შეთავაზების პაკეტები უხოელი ტურისტებისთვის. რა ბენეფიტს ვთავაზობთ საქართველოში ჩამოსვლით, გარდა იმისა, რომ საქართველოში კარგი ციფრებია, ნაკლებად არის კორონავირუსი გავრცელებული, ისევე როგორც ლეტალური შემთხვევები ნაკლები გვაქვს. ახლა ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს ეს მოცემულობა და ეს ციფრები როგორ გადათარგმნოს მოგებაში და ტურისტების ნაკადის შემოყვანაში. თითო დაკარგული დღე, ჩათვალეთ, რომ ათი ათასობით დაკარგული ტურისტია. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს ბენეფიტების პაკეტი, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე შიდა მომხმარებლისთვის და მეორე - სასწრაფოდ უნდა დაიდოს და გავრცელდეს საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვირუსისგან დაცვის, უსაფრთხოების დაცვის რა მექანიზმებს ვთავაზობთ უცხოელ ტურისტებს, ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით დასვენების მოსურნეებს“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ