დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„მითია ის, რომ სააკაშვილი პუტინის მტერია, ვინაიდან სააკაშვილი პროფესიული დესტაბილიზატორია და თვით პუტინიც კი ვერ მოიფიქრებდა უკეთესს უკრაინის დასასუსტებლად“ 06.05.2020 21:17

 

 

ის, რომ სააკაშვილს დადებითად აფასებენ დასავლეთში – მითია. მითია ასევე ის, რომ სააკაშვილი პუტინის მტერია, ვინაიდან სააკაშვილი პროფესიული დესტაბილიზატორია და თვით პუტინიც კი ვერ მოიფიქრებდა უკეთესს უკრაინის დასასუსტებლად, – უკრაინის ყოფილი ვიცე – პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში, რადაში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ივანა კლიმპუში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. კლიმპუშის თქმით, ვინაიდან ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ შესთავაზა თანამდებობა, ახლა უკვე ვერ ახერხებს უკან დახევას და იძულებულია თანამდებობა გამოიგონოს, რასაც ზელენსკის მთავრობა ძალიან მალე ინანებს, ვინაიდან ეს ნაბიჯი დამანგრეველი გახდება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

 

„ის, რომ ხელისუფლება ყურს არ უგდებს ოპოზიციას, სიახლე არ არის. უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება არ უსმენს უკრაინის მეგობრებსაც კი და მზად არის გაანადგუროს პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები „სლუგა ნაროდუ“-ს ახალი სეზონის გამო. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ზელენსკის ეშინია სააკაშვილის მის დანიშვნამდეც კი. ვინაიდან მან საჯაროდ შესთავაზა თანამდებობა, ახლა უკვე ვერ ახერხებს უკან დახევას და იძულებულია ის გამოიგონოს იმის მაგივრად, რომ კონცენტრირება თავისი მორიგი მთავრობისთვის მინისტრების მოძიებაზე მოახდინოს. ამ დანიშვნას არ ექნება ის მედია-ეფექტი, რისი იმედიც ზელენსკის აქვს. მთავრობა ძალიან მალე ინანებს ამას, ვინაიდან ეს ნაბიჯი გახდება დამანგრეველი როგორც ხელისუფლებისთვის, ისე, სამწუხაროდ, მთლიანად ქვეყნისთვის. დასავლეთში კი, ეს ნაბიჯი აღქმული იქნება ისე, რომ ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ შოუს გაგრძელება, ვინაიდან ის, რომ სააკაშვილს დადებითად აფასებენ დასავლეთში – მითია. მითია ასევე ის, რომ სააკაშვილი პუტინის მტერია, ვინაიდან სააკაშვილი პროფესიული დესტაბილიზატორია და თვით პუტინიც კი ვერ მოიფიქრებდა უკეთესს უკრაინის დასასუსტებლად. ამიტომ, შევიკრათ უსაფრთხოების ღვედები, წარმოდგენა გრძელდება“,- ამბობს უკრაინის ყოფილი ვიცე – პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუში.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:



primetime.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ