დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს 06.05.2020 23:18

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია დაავდებას ქმნიდა. „სამწუხაროა, რომ მაშინაც კი, როდესაც ვეძებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს, რუსეთი ტრადიციულად ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოში, სადაც ეს ლაბორატორია მდებარეობს. რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია ქმნიდა დაავადებას, ნაცვლად მასთან ბრძოლისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ვიდეობრიფინგის დროს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ