დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ეს ყველაფერი ხდება ზუსტად ტოტალური კონტროლის ასამოქმედებლად - მშიერ კაცს უფრო დაიმონებ, თუ მაგრად რომ არის და თავის დაცვაც რომ შეუძლია?“ 07.05.2020 00:28

დიტო ბიძინაშვილის ბლოგი:

 

სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე მოვკარი თვალი, რომ როდესაც საჰაერო მიმოსვლა აღდგება მსოფლიოში, ადამიანებს დაჭირდება კოვიდ 19 ის პასპორტიო ანუ ბილეთთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად საჭირო იქნება ექიმების დასკვნა რომ არ ხარ დავირუსებული. ერთი სიტყვით ჯერ მხოლოდ საუბრებია ამაზე, მაგრამ აქედანვე ვიტყვი რომ ეს იქნება თაღლითობა და არაფრის მომცემი. წარმოდგება გაქვთ რამხელა აფიორზე მიდიან და რა ფულზე იქნება საუბარი მსოფლიო მასშტაბით?აფიორა რატომაა ახლავე აგისხნით: ჯერ ერთი საკმაოდ ძვირი იქნება, მერე კიდე უსარგებლო. აი წავედი საქართველოდან ჩემ ოჯახთან ერთად და გავაკეთე ეს საბუთი, რომ არ ვარ დაავადებული. მაგალითად წავედი ერთი თვით ჩემების სანახავად. ჩამოსვლის წინაც ხომ უნდა გავაკეთო იგივე საბუთი რომ საქართველოში არ ჩამოვიტანო. წარმოიდგინეთ ბევრი რომ მიდიხართ რამდენი დაჯდება. ან ბიზნეს შეხვედრა თუ აგქვთ ან ტურისტულ მოგზაურობაში ხარ დავუშვათ ერთი კვირით, რა აზრი ექნება ანალიზის გაკეთებას? ან სამუშაოდ რომ მიდიხარ 3 თვით, გამოდის რომ ერთი თვე ამ საბუთების და ბილეთის ფულზე უნდა იმუშაოდ ადამიანმა. თან წესით, ყველა ფრენის დროს უნდა გააკეთო ასეთი დოკუმენტი, აბა ისე აზრი არა აქვს და მაგალითად ვერ გაცემენ ერთი წლიანს, 3 თვიანს და ა.შ იმედია ასეთ სისულელეს არ გააკეთებენ.

 

გინდა მასონები უძახეთ და გინდა შანსონები: გაეროს 1991 წელს მიერ მიღებულ პაქტში - აგენდა 2030 წერია, რომ 2030 წლისთვის, მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკა უნდა იყოს გაფარჩაგებული. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც ბუნებრივი მოვლენა ეგონათ თავის დროზე. სტატისტიკა მაინც შეადარეთ, ევროპის ქვეყნების საგარეო ვალები ევროკავშირში შესვლამდე და ახლა. და ეს ყველაფერი ხდება ზუსტად ტოტალური კონტროლის ასამოქმედებლად. მშიერ კაცს უფრო დაიმონებ, თუ მაგრად რომ არის და თავის დაცვაც რომ შეუძლია? ახლა მეორე საკითხია, რამდენად გამოუვა ეს ყველაფერი ბილ ბოის მსგავს ნაძირლებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ