დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"გუშინ, გიორგობას, მისმა უწიმინდესობამა და უნეტარესობამ ბრძანა: „თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება. ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად.“
რასაკვირველია, ეს პანდემია მართლაც - გაფრთხილებაა. ნამდვილად ეს გზავნილია: „ადამიანო! შეჩერდი! დაფიქრდი, რას სჩადი!“
მსოფლიო, განსაკუთრებით კი „დიდი“ სახელმწიფოები, დამუხრუჭდნენ, მათი თავაწყვეტილი სრბოლა შეჩერდა, დაფიქრების და მეტი პასუხისმგებლობის ჟამი დადგა!
ზოგი ყურად იღებს ამ გაფრთხილებას და ზოგიც არა, მაგრამ უდავოა - სანამ მსოფლიო „გაიხსნება“, ე.ი. „სახლში დარჩენილი“ ადამიანი კარში გავა, უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს რას სჩადის, რადგან გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ვიდრე პანდემიამდე! ეს პანდემია იმას შეცვლის, რომ პასუხისმგებლობა, რაც ყველა უფლებისგან განუყოფელია, მეტად გაცნობიერებული გახდება და ყოველი ნაბიჯის ფასი - ასე გაიზრდება.
ყველაზე მეტად დაფიქრება პოლიტიკოსებს, უწინარესად - მთავრობებს მოეთხოვებათ. მათი პასუხისმგებლობის ტვირთი იმდენად დამძიმდა, რომ „მჩატე“ გადაწყვეტილებებით შორს ვეღარ წავლენ, დაეცემიან და თავიანთ ხალხსაც ქვეშ მოიყოლებენ.
მადლობა უფალს, ჩვენი მთავრობა ამ გლობალურ კრიზისში ღირსეულად გამოიყურება და საკუთარ პასუხისმგებლობას თუ ყველაზე უკეთ არა, არც არავისზე ნაკლებად, აცნობიერებს.
საუბედუროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენს ოპოზიციაზე, ვინაიდან ჩვეული უგუნურობა ამ გაფრთხილების მიუხედავად ვერ მოიშალა: თავიდან თითქოს ცოტა შეცერდა, მაგრამ ისევ გაუტია, ოდნავადაც არ დაფიქრებულა და არც არავითარ პასუხისმგებლობას არა გრძნობს, რასა სჩადის.
„შეჩერდი და დაფიქრდიო!“ - ოპოზიციას არ ეყურება. არ ეყურება, რადგან საკუთარი ხმაურისა და ღრიანცელისგან ისეა გამოყრუებული, რომ გინდა კისერი წაიტეხოს, მაინც ვერაფერს იგრძნობს!
ვაი მას, ვინც არ გაფრთხილდება!" - წერს იგი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge