დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ჩილდირ-აქტაშის საბაჟო: ჭიშკარი საქართველოსა და ცენტრალური აზიასთან ვაჭრობისათვის 07.05.2020 12:22

თურქულმა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუმ“ Anadolu Ajansı») გამოაქვეყნა რეპორტაჟი  საქართველო-თურქეთის საზღვარზე, არტაანის პროვინციაში (ილში) მდებარე ჩილდირ-აქტაშის სასაზღვრო-გამსვლელი საბაჟო პუნქტიდან, რომლის მეშვეობითაც თურქეთის ტვირთები საქართველოში, აზერბაიჯანში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის.


პუბლიკაციის სათაურია „ჩილდირ-აქტაშის საბაჟო: ჭიშკარი საქართველოსა და ცენტრალური აზიასთან ვაჭრობისათვის“.


როგორც „ანადოლუს“ კორესპონდენტი გიუნეი ნოი აღნიშნავს, 2015 წელს დაარსებული ჩილდირ-აქტაშის საბაჟო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და სხვა შესაბამისი მოწყობილობებით, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად განხორციელდეს ყველა სამუშაო და ტვირთებიანი ავტომანქანები საბაჟოზე არ დაყოვნდნენ. ამჟამად თურქეთ საქართველოს საზღვარზე, კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ ტვირთების გადატანა ხდება, მგზავრების მოძრაობა ჯერ-ჯერობით აკრძალულია.


იმის გამო, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო თურქეთის სატრანსპორტო კავშირები ირანთან და ერაყთან შეზღუდულია, ჩილდირ-აქტაშის საბაჟო-გამსვლელმა პუნქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ტვირთების გატარების თვალსაზრისით. იანვარ-აპრილში საბაჟოზე შემოწმება გაიარა 11 449 სატვირთო ავტომანქანამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 2 362 სატვირთო ავტომანქანა იყო დაფიქსირებული.


თურქი ჟურნალისტი ესაუბრება არტაანის პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ჩეთინ დემირჩის, რომლის თქმით, ტვირთების ტრანზიტი საქართველოსკენ ისეთი ინტენსიურია, რომ ზოგჯერ საცობიც კი წარმოიქმნება ხოლმე. ეს იმას მოწმობს, რომ თურქეთის საგარეო ვაჭრობის ტემპები მატულობს როგორც საქართველოსთან, ასევე აზერბაიჯანთან და სხვა კასპიისპირა ქვეყნებთან, უმეტესად კი ყაზახეთთან, თურქმენეთთან, ასევე უზბეკეთთან და ა.შ.


„იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩილდირ-აქტაშის საკონტროლო-გამსვლელი პუნქტს, ციფრები მეტყველებს: 2019 წლის 12 თვის განმავლობაში საზღვარი მხოლოდ 8 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა, მიმდინარე წლის მხოლოდ ოთხ თვეში კი - 11 449 სატრანსპორტო საშუალებამ. ეს ნიშნავს, რომ ჩილდირ-აქტაში თურქეთ-საქართველოს და სხვა ქვეყნების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი პუნქტი ხდება, თანაც სრულიად უსაფრთხო. ბოლო დროს ჩვენთან კონტრაბანდა არ დაფიქსირებულა. ყველა ზომებია მიღებული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგაც“, - აცხადებს ინტერვიუში ჩეთინ დემირჩი.


წყარო: https://www.aa.com.tr/tr/ekonomi/cildir-aktas-gumruk-kapisi-orta-asyanin-ticaret-merkezi-olma-yolunda/1830694

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ