დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მთავარი რეფორმატორის როლში 07.05.2020 12:41

 

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ («Reuters») აქვეყნებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ექ-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობრიოვ კარიერის ამსახველ მასალას სათაურით „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მთავარი რეფორმატორის როლში“ (ავტორი - ილია ჟიგულევი, „როიტერ“-ის კორესპონდენტი კიევში).


„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს - რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად ნიშნავს იმას, რომ უკრაინის პოლიტიკაში ბრუნდება პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფიგურა, რომელიც პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხანმოკლე, მაგრამ აქტიური მოქმედებით“, - ნათქვამია სტატიაში.


ავტორი ყურადღებას აქცევს იმ პრობლემებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობრივ კარიერას უკავშირდება:


„გასულ თვეში მიხეილ სააკაშვილმა თვითონ განაცხადა, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერობა შემომთავაზა და დავეტანხმეო, მაგრამ რადგანაც ვიცე-პრემიერად დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოს - ვერხოვნა რადას პრეროგატივაში შედის, დეპუტატებთან კონსულტაციამ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი არ იქნებოდა. უფრო მეტიც - მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნის ინფორმაციით გაღიზიანდა საქართველოს მთავრობაც, რომლის განცხადებით, კიევის განზრახვა ექს-პრეზიდენტის ვიცე-პრემიერად დანიშვნის თაობაზე თბილისისთვის მიუღებელია და თუ ეს დანიშვნა მაინც მოხდებოდა, საქართველო უკრაინიდან თავის ელჩს გამოიწვევდა, ანუ მოსალოდნელი იყო დიპლომატიური სკანდალი ორ ქვეყანას შორის“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორი ვრცლად ახსენებს მკითხველს მიხეილ სააკაშვილის კარიერას საქართველოში და უკრაინაში: სტატიაში საუბარია როგორც მის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს, აგრეთვე ოდესის ოლქის გუბერნატორობის პერიოდზეც, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდა.


 

წყარო: https://www.reuters.com/article/us-ukraine-politics-saakashvili/georgian-ex-president-saakashvili-to-get-ukraine-reform-role-sources-idUSKBN22I2SR

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ