დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც" - ეკონიმიკის მინისტრი 07.05.2020 16:40

სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სალონების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მინისტრი იმედოვნებს, რომ სილამაზის სალონები მალე გაიხსნება და განმარტავს, რომ მათი გახსნის წინაპირობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა იქნება, რისთვისაც სათანადო მომზადებაა საჭირო.

 

„სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც მერწმუნეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის დასაქმების ძალიან დიდი სეგმენტი, მცირე ბიზნესი და ჩვენ სწორედ მცირე ბიზნესს ვეხმარებით ყველანაირად და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ინდუსტრიის გახსნა უფრო ადრე გადმოვწიეთ და არ გავა ბევრი დრო, სანამ სილამაზის სალონებს გავხსნით, მაგრამ აქ ისევე როგორც მოლებში, კაფეებში, რესტორნებში, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და რისკი, ამიტომ კიდევ მეტი დრო გვინდა, რომ შევამოწმოთ და ვნახოთ მათი მზადყოფნა და ყველა, მეც, თქვენც, მთელი საქართველო მეტად იყოს დაცული. მე კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან და ისინი ძალიან პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის“, - განმარტა მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ