20:51 07.05.2020
რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა

რუ­სეთ­ში მი­ლი­არ­დე­რი დმიტ­რი ბო­სო­ვი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის 2020 წელს Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­ულ­ში 86-ე ად­გილს იკა­ვებ­და. გა­მო­ცე­მა rbc.ru-ს ცნო­ბით, ბიზ­ნეს­მენ­მა თავი მო­იკ­ლა. 52 წლის ბო­სო­ვი ანტრა­ცი­ტი­სა და ნახ­ში­რის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ალ­ტე­კის" უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, რო­მე­ლიც მის მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ჯგუფ "სი­ბანტრა­ციტ­სა" და "ვოს­ტო­კუ­გოლს" აკონ­ტრო­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი ოლი­გარ­ქი 1,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობ­და. ბო­სო­ვი 1968 წელს ბარ­ნა­ულ­ში და­ი­ბა­და. 1991 წელს მოს­კო­ვის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და მა­ლე­ვე ჩა­ერ­თო ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ბიზ­ნეს­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად გა­დად­გა - რუ­სულ წყა­რო­ებ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 90-იან წლებ­ში ის გახ­და კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რი ბო­რის ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. 1997 წლი­დან 2000 წლამ­დე ბო­სო­ვი ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, 2000 წელს და­ა­ფუძნა ჯგუ­ფი "ალ­ტე­კი".

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ალუ­მი­ნის ქარ­ხა­ნა­ზე სა­უბ­რი­სას ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ რო­გორც კი ვი­თა­რე­ბა სა­ხი­ფა­თო გახ­და, მან იქ წი­ლე­ბი ოც­მაგ ფა­სად გა­ყი­და. სა­უბ­რობ­და, რო­გორ დახ­ვდნენ მის პარტნი­ორს კრას­ნო­ი­არ­სკის აე­რო­პორ­ტში ბან­დი­ტე­ბი, ად­გი­ლობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ის ხალ­ხი შე­ახ­სე­ნეს, ვინც "ალუ­მი­ნის ომებს" შე­ე­წი­რა: "იმ დრო­ის ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, რამ­დე­ნი და­ი­ღუ­პა, რამ­დენ­მა და­კარ­გა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ღმერ­თო ჩემო! ჩემი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­ცო­ცხლეა" - ასე ხსნი­და ივა­ნიშ­ვი­ლი ალუ­მი­ნის ბიზ­ნე­სი­დან გა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­სო­ვის კომ­პა­ნია "სი­ბანტრა­ციტს", რო­გორც rbc.ru-ს წერს, ის ჰო­კე­ის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბის "ღა­მის ჰო­კე­ის ლიგა" გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია, რომ­ლის მატ­ჩებ­შიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ბო­სო­ვი, მი­შუს­ტინ­თან ერ­თად, კი­დევ ერთ მოყ­ვა­რულ­თა ნაკ­რებ­ში, "სპორ­ტი­მას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და.

 

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი და მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი მოს­კოვ­თან ახ­ლოს, უსო­ვოს და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სახ­ლში, სპორტდარ­ბაზ­ში იპო­ვა ცოლ­მა. მას ტყვია თავ­ში აქვს ნას­რო­ლი... ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მებ­თან სა­უ­ბარ­ში ბო­სოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა სა­კუ­თა­რი ია­რა­ღით Glock 19 gen 4-ით მო­იკ­ლა თავი, რო­მელ­საც არას­დროს იშო­რებ­და. რო­გორც kommersant.ru წერს, "არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მას სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2015 წელს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­წე­უ­ლი მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გამო, მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად აჩუ­ქა". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ცოტა ხნის წინ ბო­სოვ­მა კომ­პა­ნია "ვოს­ტო­კუ­გოლ­ში" სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს-პარტნი­ო­რი, ალექ­სან­დრ ისა­ე­ვი იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რომ ეჭ­ვობ­და, მის გა­ტა­ცე­ბას აპი­რებ­და. "ბოლო დროს ის ძა­ლი­ან აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყო, სკან­და­ლე­ბი ჰქონ­და ოჯახ­შიც. ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მან ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის პი­რად ან­გა­რიშ­ზე გა­და­ქაჩ­ვა და­ი­წყო. შემ­დეგ, თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი გარ­თულ­და. ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ის აქ­ტი­ვებს გა­ყიდ­და. სა­უ­ბა­რი იყო "სი­ბანტრა­ცი­ტის" გა­ყიდ­ვა­ზე. თან­ხა, რო­მელ­საც მას და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი სთა­ვა­ზობ­დნენ, კომ­პა­ნი­ის ვა­ლებს ვერ ის­ტუმ­რებ­და", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ახ­ლო­ბე­ლი rbc.ru-სთან სა­უ­ბარ­ში. გა­მო­ცე­მის წყა­როს თქმით, მი­ლი­არ­დერს, რო­მე­ლიც ანტრა­ცი­ტის ექ­სპორ­ტსა და მე­ტა­ლურ­გი­ის სფე­რო­ში ლი­დე­რი იყო, ბოლო ხა­ნებ­ში ბიზ­ნე­სის საქ­მე­ე­ბი კარ­გად არ მის­დი­ო­და.

 

compromat.group ბო­სოვ­ზე მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში "როს­ნეფ­ტის" წი­ლე­ბის ქო­ნის პე­რი­ოდ­ზეც წერს: "ბო­სოვ­მა რუ­სეთ­ში ბე­ლა­რუ­სი პარტნი­ო­რე­ბი­სა და რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გზაც გა­დაკ­ვე­თა. სა­ბო­ლო­ოდ, ოლი­გარ­ქმა კომ­პა­ნია და­ტო­ვა. თუმ­ცა, მო­მა­ვალ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მე­ბი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2025 წლის ბო­ლოს უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, მისი ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ბო­სოვს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­ეძ­ლო. რო­გორც ჩანს, ახლა საქ­მე­ში ისე­თი პი­რე­ბი ჩა­ერ­თვნენ, რომ­ლე­ბიც მას­ზე მეტი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, ან სწო­რედ გავ­ლე­ნი­ან გა­რე­მოც­ვა­ში აემღვრა წყა­ლი. ანუ მას­ზე მა­ღალ კე­დელს შე­ე­ჯა­ხა". გა­სულ კვი­რას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ა­ში Genius Fund Group მის­მა ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ამე­რი­კის ყო­ფილ­მა სპეც­რაზ­მელ­მა, ფრენ­სის რა­ჩო­პიმ, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო და ლე­გა­ლუ­რი მა­რი­ხუ­ა­ნას ბაზ­რებ­ზე მუ­შა­ობ­და, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ამე­რი­კელ­მა 1,35 მლნ დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა, რად­გან, მისი თქმით, დმიტ­რი ბო­სოვ­მა ის და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერთ დღე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რი­თაც შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ლი­ფორ­ნი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უხე­შად და­არ­ღვია. kommersant.ru-ს ცნო­ბით, ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ ბო­სო­ვი ამე­რი­კულ ბა­ზარ­ზე კა­ნა­ბი­სის (მა­რი­ხუ­ა­ნა­დან მი­ღე­ბუ­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი პრე­პა­რე­ტე­ბის კრე­ბი­თი და­სა­ხე­ლე­ბა) ინ­ვეს­ტო­რი გახ­და. თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნი მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­მოთ­ვლილ საქ­მე­ებს "და­უ­ჯე­რე­ბელ სი­სუ­ლე­ლეს" უწო­დებ­და.

 

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, ბოლო დროს ბო­სო­ვის გარ­შე­მო ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირ­თა სია სულ უფრო ვიწ­როვ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ მის კომ­პა­ნი­ებ­სა და ფი­ნან­სურ აქ­ტი­ვებ­ზე თვა­ლი სამ­თავ­რო­ბო წრე­ებ­შიც ეჭი­რათ, მათ შო­რის ისე­თებ­საც, ვინც მის ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კარ­გად იყო ჩა­ხე­დუ­ლი. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შო­რის პრე­მი­ერ მი­შუს­ტი­ნის გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა, რო­მელ­საც ახ­ლა­ხან ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. "რო­გორც ჩანს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა კა­რან­ტი­ნი­და­ნაც შე­უძ­ლია", - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სერ­გეი კლიმსკი.

 

 

 

 

 

წყარო: ambebi.ge

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge