დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„პირადად მე კარგახანი მემახსოვრება უკლებლივ ყველა, ვინც ლამის ''წაქცეულ სამშობლოს სცემდა''! მტკივნეულ ადგილებში ურტყამდა, სადაც წვრილი იყო, იქ წყვეტდა! “ 07.05.2020 21:24

„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, ვისთანაც საერთოს ვერასოდეს გამონახავს ერთი სოლიდური მიზეზის გამო:  

 

''წაქცეულს არ სცემენო'' თქმულა... არადა, როგორც სჩანს, სცემენ! ეს კორონა მიდის უკვე თავის გზაზე და მალე ნერვებიც დაგვიწყნარდება, გულებიც ჩაგვიდგება საგულეებში, ყველაფერი დალაგდება და ჩაწყნარდება, თუმცა, პირადად მე კარგახანი მემახსოვრება უკლებლივ ყველა, ვინც ლამის ''წაქცეულ სამშობლოს სცემდა''!. მტკივნეულ ადგილებში ურტყამდა. სადაც წვრილი იყო, იქ წყვეტდა! სახეს იხევდა! ილანძღებ - იფურთხებოდა! ლამის იწყევლებოდა. ყველაფერს ''აპროტესტებდა''.... ასეთებს არ ვცნობ და ვერ ვეკლასტერები. ''წაქცეულს არ სცემენო'' თქმულა.... ასეთები კი საკუთარ ქვეყანას ურტყამდნენ და მეც რომ ''წავიქცე'' ოდესმე, მე რატომ დამინდობენ?! ამიტომ ასეთებს არ და ვერ ''ვეკლასტერები''! (არ არიან ჩემი გორისა!)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ