დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას - მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა 07.05.2020 21:39

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ოდესის ყოფილი გუბერნატოირ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია 16 169/2020 ბრძანებულებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელიც ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ 7 მაისს. ”გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზოვიჩს ახალი საპასუხისმგებლო გამოწვევის გამო. მე მჯერა, რომ მას შეეძლება სტიმული მისცეს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმაროს მნიშვნელოვან ცვლილებებს ქვეყნის ცხოვრებაში ”, - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. 

 

ამ განკარგულებით, პრეზიდენტმა დანიშნა ოლეკსანდრ ოლშანსკი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. დოკუმენტით ცვლილებები შედის სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებში უკრაინაში სახელმწიფო რეფორმირების ერთიანი პოლიტიკის შესახებ, რომელიც  განსაზღვრავს ეროვნული რეფორმების საბჭოსა და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობას და დებულებებს ეროვნული რეფორმების საბჭოს შესახებ. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ