დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აშშ-ში, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, უმუშევრობის დახმარების მისაღებად განაცხადი 33.3 მილიონმა ადამიანმა შეავსო 07.05.2020 22:53

აშშ-ში, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ეკონომიკის გაუარესების ფონზე, უმუშევრობის დახმარების მისაღებად განაცხადი გასულ კვირაში კიდევ 3.2 მილიონმა ადამიანმა შეავსო. მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე, განაცხადი სულ უმუშევრად დარჩენილმა 33.3 მილიონმა ადამიანმა შეავსო, რაც ქვეყნის მუშახელის დაახლოებით 20%-ია. ინფორმაციას BBC აშშ-ის შრომის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ეკონომისტები აცხადებენ, რომ აპრილის უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, რომელიც მალე გამოქვეყნდება, 15%-ის ფარგლებში იქნება, ორი თვის წინ კი 3.5% იყო. უმუშევრობის ზრდა ქვეყანაში ათასობით რესტორნის, კაფეს, თეატრის, სპორტული დარბაზისა და სხვა დაწესებულებების დახურვის შედეგია. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში ბიზნეს აქტივობების ასეთი შემცირება არ დაფიქსირებულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ