არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი (თამაზ ბიჩინაშვილი):
„ეკლესია და ფული, ტვ პირველის სიუჟეტი. მაპატიონ ტვ პირველის მეგობრებმა, ასეთი მდაბიო და უნიჭო სიუჟეტი ეკლესიაზე ჯერ არ მინახავს. ერთი წლის დაფინანსება 25 მილიონი სახელმწიფოსგან ეცოტავათ და ეკლესიას 17 წლის განმავლობაში შეწირული ფული დაუთვალეს და აღმოჩნდა 270 მილიონი.
მეგობარმა მღვდელმა დაწერა: რატომ 17 და არა 157 წელიო? მე უფრო შორს წავალ. მეფე გიორგი პირველის დროს, როდესაც სვეტიცხოველი აშენდა, მერე დავით აღმაშენებელის დროს, მერე მეფე თამარის დროს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებიდან დაგეწყოთ და მერე ეს 17 წელი მიგემატებინათ, თანხა უფრო შთამბეჭდავი გამოვიდოდა.“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge