დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ჩინეთს მასობრივად ტოვებენ ამერიკული კომპანიები - საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა 08.05.2020 00:20

„ჩინეთს მასობრივად ტოვებენ ამერიკული კომპანიები“, ამის შესახებ როიტერს აშშ-ს ამჟამინდელმა და ყოფილმა ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს. ისინი ჩინეთის ნაცვლად უფრო მეგობრულ სახელმწიფოებს ეძებენ. როგორც ისინი აცხადებენ, აუცილებელია გვესმოდეს, თუ სად არის კრიტიკული ადგილები და სად არის კრიტიკული პრობლემები”, უთხრეს როიტერს. ამერიკის ხელისუფლება კომპანიებს, რომლებიც დატოვებენ ჩინეთის ბიზნესსივრცეს, სთავაზობს ხელშემწყობას - საგადასახადო სტიმულირების სხვადასხვა ფორმას და სუბსიდიებს. „ამისკენ არის მიმართული ხელისუფლების მთელი ძალისხმევაა”, - განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც როიტერი არ ასახელებს. ამჟამად სააგენტოები აზუსტებენ, თუ რომელი წარმოება უნდა ჩაითვალოს სტრატეგიულად და როგორ უნდა აწარმოონ კონკრეტულო საქონელი ჩინეთის ფარგლებს გარეთ. 

 

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროპა უერთდება ამერიკულ კომპანიებს ჩინეთის დატოვების ტენდენციაში. უფრო ადრე კი ანალოგიური განცხადება გააკეთა იაპონიის ხელისუფლებამ. ამ ფაქტს გამოეხმაურა „ლელო“ და მისი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ეძლეოდა უნიკალური შესაძლებლობა: „იაპონიის მთავრობამ 2 მლრდ დოლარი გამოყო იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში საქმიანობდნენ და მათი წარმოებების სხვა ლოკაციებზე გადატანა განიზრახა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ADC გარდა ანაკლიის პორტის მშენებლობისა, ანვითარებდა ანაკლიის თავისუფალ ზონასა და ინდუსტრიულ ქალაქს პორტის უკან მიმდებარე 600 ჰექტარ მიწაზე. პროექტის განვითარებაში ჩართულია იაპონიის მთავრობა - კერძოდ, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის სამინისტრო, რომელმაც შარშან გამოჰყო გრანტი და ამ პროექტის გენ გეგმის, ბიზნეს გეგმის და კონცეფციის შემუშავება დაავალა ერთ ერთ უცნობილეს იაპონურ კომპანიას Nippon KOEI - Japan’s #1 international Engineering company. ეს გეგმა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას, მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება ამას შეუძლებელს ხდის. როგორც არაერთხელ მითქვამს, კრიზისი ქმნის ახალ და ხშირ შემთხვევაში უნიკალურ შესაძლებლობას. იაპონიის მთავრობის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ შესაძლებლობის განხორციელებას ხდის რეალურს, რათა ანაკლია გახდეს არა მარტო კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, არამედ იაპონური წარმოების ეპიცენტრი და ჰაბი, რომელიც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება არის დანაშაული. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ ნუ ჩაიდენს საუკუნის დანაშაულს. ნუ გავუშვებთ ამ შანსს, ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია არის ჩვენი ეკონომიკის აღორძინების ათვლის წერტილი და ლოკომოტივი“.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ