დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა 08.05.2020 13:27

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ