დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"მოგონილი თანამდებობა, რომელიც სააკაშვილს შესთავაზეს, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში - ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს" 08.05.2020 15:39

მოგონილი თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნას.

 

როგორც კალაძემ განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ერთმანეთთან წლებია კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, რასაც დიდი ყურადღებას აქცევენ.

 

„პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობაც, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენ, როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკარაინის წარმატება და წინსვლა. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 მაისს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ