დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს 08.05.2020 16:37

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.


საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ყველას დაანახა, რომ საქართველოს მაღალი დონის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ეს სისტემა საფრანგეთთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ წინადადებას “საინტერესო” უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.


„პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირმა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში საუბარი შეეხო, ასევე, ევროპისათვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ტრანსპორტირების, საკაბელო სისტემების (კავშირგაბმულობის) და უსაფრთხოების თვალსაზრისით.


საქართველოს პრეზიდენტმა კრიზისის შემდგომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და მიესალმება საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.


სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისსა და ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტის გადაჭრის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ