დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების საკითხში, უნდა განვიხილოთ, როგორც სამაგალითო მიდგომა მსგავსი კრიზისების დროს“ 08.05.2020 20:57

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

საქართველოს მაგალითი იმითაც არის უნიკალური, რომ ქვეყანამ შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, უზრუნველყო მოქალაქეებს ადგილზე უსასყიდლო დახმარება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი, პირველი სახელმწიფო, რომელმაც პანდემიის პირობებში ქმედითი დახმარება გაუწია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს: ვირუსულმა პანდემიამ ეკონომიკის გლობალურ შოკთან ერთად, სხვა გამოწვევების წინაშე დააყენა კაცობრიობა. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევად სხვა ქვეყნებში ჩარჩენილი თანამოქალაქეების დაბრუნების ამოცანაც იქცა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვისაც ეს ამოცანა იოლი გადასაჭრელი ნამდვილად არ იყო, რადგან ავია მიმოსვლის შეჩერებასთან ერთად, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მობილიზაციასთანაც და სპეციალური რეისების დანიშვნასთან იყო დაკავშირებული. პრობლემას ის ფაქტიც ამძაფრებდა, რომ ხშირად სხვა ქვეყნებში ვიზიტორების თუ რაც არანაკლებ ნისანდობლივია, ათასობით დასაქმების მიზნით წასული ადამიანების თავმოყრა სხვადასხვა ქალაქებიდან ხდებოდა.

 

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა სახელმწიფომ ამ ამოცანას თავი ღირსეულად გაართვა. ამ ვირუსულმა ეპიდემიამ ბევრი რამ გადააფასა და გვასწავლა სამომავლოდ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი, პირველი სახელმწიფო, რომელმაც პანდემიის პირობებში ქმედითი დახმარება გაუწია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს: 10 ათასს გადააჭარბა იმ მოქალაქეების რაოდენობამ, ვინც COVID-19 გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა!. ქვეყანამ უზრუნველყო ამ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში ჩავარდნილი ჩვენი თანამოქალაქეების არა მხოლოდ უსაფრთხო დაბრუნება, არამედ რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე დახმარება და განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევებში მათთვის თავშესაფარი, საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები და სხვა. შემთხვევითი არა რის, რომ ადგილზე დახმარება გაეწია 20,000-მდე საქართველოს მოქალაქეს, რაც უპრეცედენტო მასშტაბები და რიცხვია არა მხოლოდ ჩვენნაირი შედარებით მცირე რიცხვოვნობის ქვეყნისათვისაც კი!

 

ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების საკითხში, უნდა განვიხილოთ, როგორც სამაგალითო მიდგომა მსგავსი კრიზისების დროს უცხო ქვეყნებში მყოფი მოქალაქეების დახმარების თვალსაზრისით. მაგალითისთვის, ისეთმა წამყვანმა ეკონომიკის მქონე და არა მხოლოდ ეკონომიკის ქვეყანამ, როგორიც დიდი ბრიტანეთია სუბსიდირებული ფრენების მეშვეობით, დღემდე მოახდინა 13,000-მდე საკუთარი მოქალაქის რეპატრიაცია, რაც არც თუ დიდი სხვაობაა საქართველოს მიერ დაბრუნებულ 10,000-მდე მოქალაქესთან მიმართებით. თვალსაჩინოებისათვის, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც როგორიცაა თუნდაც დანია, თავისი მოქალაქეებისთვის მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების რეკომენდაცია გასცეს.

 

საქართველოს მაგალითი იმითაც არის უნიკალური, რომ ქვეყანამ შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, უზრუნველყო მოქალაქეებს ადგილზე უსასყიდლო დახმარება საელჩოებისა და გენერალური საკონსულოების დიპლომატების პირადი ხარჯებით!. ეს ფაქტებიც ცხადყოფს, რომ მიუხედავად ოპოზიციის უსაფუძვლო და ცილისწამებლური კრიტიკისა, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ამ კუთხითაც არის აღსანიშნავი. რაც მთავარია, ჩვენ როგორც საზოგადოება გადავდივართ სამოქალაქო პატრიოტიზმის თვითშეგნების იმ მოცემულობაში, რაც თანამედროვე წარმატებული სახელმწიფოს აშენებისათვის არის აუცილებელი წინაპირობა! ამ კრიზისსაც დავძლევთ და უფრო გაძლიერებულებიც გამოვალთ, გწამდეთ მომავლის!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ