21:21 08.05.2020
უკრაინა საქართველოს ექსპორტ-იმპორტი - რას უცვლის ერთმანეთს ორი ქვეყანა

სიმონ კილაძის პოსტი:

 

უკრაინა საქართველოს ექსპორტ-იმპორტში 2018 წლის მონაცემებით, ქართული პროდუქციის ექსპორტში მსოფლიოს ქვეყნებს შორის უკრაინას მე-7 ადგილი ჰქონდა დაკავებული 175 მილიონი დოლარით, 2019 წელს კი მე-5 ადგილი - 244,7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. იმპორტში - 2018 წელს, მე-5 ადგილი 514,8 მილიონი დოლარით. 2019 წლის იმპორტის მონაცემებს ვერ მივაკვლიე. რადგანაც საქსტატის ყოველწლიურ ანგარიშებში ცალკეულ ქვეყანაში გატანილი ქართული პროდუქციის ან იმ ქვეყნიდან შემოტანილი კონკრეტული საქონლის დასახელება არ ხდება, ამიტომ უკრაინაში საქართველოს კონკრეტული დასახელების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის შესახებ მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, უკრაინაში ძირითადად საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ღვინო, სპირტიანი სასმელები) და მინერალური წყალი გადის, ხოლო უკრაინიდან, სავარაუდოდ,შემოგვაქვს ხორბალი, შაქარი, სოფლის მეურნეობისა და ხორცის პროდუქტები, სხვადასხვა მოწყობილობები და აპარატები...




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge