დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მიხეილ სააკაშვილი კიევთან ახლოს მეორე სახლს იშენებს - სავარაუდო ღირებულება $450 000 08.05.2020 21:45

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უკრაინულ „სტრანაზე“ დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევთან მეორე სახლს იშენებს. გამოცემა წერს, რომ ლესნიკებში (კიევის ცენტრიდან 23 კმ) ერთსართულიანი სახლი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთით $450,000 ჯდება. 

 

გამოცემა ასევე აქვეყნებს მშენებარე სახლისა და ქუჩის  ფოტოებს. „სამოსახლო ნაკვეთზე უკვე მდებარეობს ერთსართულიანი სახლი და იქვე ყოფილი გუბერნატორი იშენებს ახალს. ჭიშკართან სამი დროშა ფრიალებს: უკრაინული, ქართული და ევროკავშირის. უკრაინის სახკადასტრის მონაცემებით, სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ 2017 წელს შეიძინა ეს ნაკვეთი. მაშინ სააკაშვილმა ამ შენაძენის შესახებ ასეთი განმარტება გააკეთა: „მე ოდესიდან საცხოვრებლად კიევში გადმოვედი. როცა დედაჩემმა დაინახა, რომ მე ხანგრძლივად ვაპირებდი აქ ყოფნას, თბილისში გაყიდა მშობლბის სახლი და ეს ნაკვეთი მიყიდა“, წერ ს გამოცემა „სტრანა“.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ