დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს, ალექს მუნის და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა 08.05.2020 22:40

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს ალექს მუნის და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, პოსტკრიზისული პერიოდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამები და მათი დაფინანსება, მსხვილი კორპორაციების და საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები განიხილა. კონგრესმენები ალექს მუნი და ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტს წარმოადგენენ, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ