დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"უხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელიც საქართველოს კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა" 09.05.2020 12:14

დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა. მისი თქმითუხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი, რომელმაც გამოთქვა სურვილი და საქართველოს კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა.

 

“დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა და ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც ჩვენ ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ. მე მინდა მივულცო თითოეულ ევროპელს, ყველას, ვინც თავს ევროპელად თვლის, მათაც და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელსაც გვიწევენ დღეს. უხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციით გაცვლის თვალსაზრისით და კიდევ ბევრი მიმართულებით”, - განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ