დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

“ცხელების ცენტრი” საქართველოს ნოუჰაუა - ამან, როგორც ჩანს, იმუშავა - ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არ გაზრდილა“ 09.05.2020 16:34

“ცხელების ცენტრი” საქართველოს ნოუჰაუა, ამან როგორც ჩანს, იმუშავა. ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არ გაზრდილა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნით ბოროტად არ ისარგებლონ. ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველო დღიურად ტესტების აღებით გერმანიას გაუტოლდება.

 

„ჩემი მოწოდებაა, როგორმე ამ მოხსნას ბოროტად ნუ გამოვიყენებთ. თუ პირველ დღეებში 2-3 ასეული გამოკვლევა ტარდებოდა, ახლა უკვე 1500-ს გადაცდა და მალე 3000 გახდება. მალე ჩვენი გამოკვლევების რიცხვები, ასე ირწმუნება სამინისტრო და ncdc, მე არ ვმონაწილეობ ამაში, რომ ევროპის ლიდერის - გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს გაუტოლდება, გერმანიაში დღეში გამოკვლეულთა ოდენობა 3000-ია. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, ჩვენთან იკვლევდნენ ცოტას, მაგრამ იკვლევდნენ იმას, ვინც საჭირო იყო, ეს სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო - სასწრაფო, ოჯახის ექიმი, „ცხლების ცენტრი“ - დამიჯერეთ არც ერთი ევროპის ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია. „ცხელების ცენტრი“ საქართველოს ნოუჰაუა, ამან როგორც ჩანს, იმუშავა, ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არ გაზრდილა. ეს იმას მიუთითებს, რომ იმ მცირე ტესტებითაც ვიკვლევდით იმ ავადმყოფებს, ვინც იყვნენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ