დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მაისის რეისების განრიგი - რომელი ქვეყნებიდან დაბრუნდებიან საქართველლოში 09.05.2020 18:28

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდება. მისი თქმით, ამ რეისით საქართველოში 180-მდე მგზავრი ჩამოვა, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები. 8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე. უკვე შესრულებული ავიარეისების გარდა, მაისში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დაგეგმილია შემდეგი რეისების განხორციელება:

 

  • 12 მაისი - ლონდონი-თბილისი;
  • 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;
  • 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი;
  • 20 მაისი - ათენი-თბილისი;
  • 22 მაისი - რომი-თბილისი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ