დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც საკუთარ ქორწილში ვლადიმერ პუტინთან იცეკვა, „რაშა თუდეიზე“ დასაქმდა 09.05.2020 19:08

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც საკუთარ ქორწილში ვლადიმერ პუტინთან იცეკვა, „რაშა თუდეიზე“ დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა. მისი თქმით, ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარინ კნაისილი „რაშა თუდეისთვის“ საავტორო პუბლიკაციებს დაწერს. კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებდა. ის ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიის წევრია. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ავსტრიის კანცლერის მთავრობა, „თავისუფლების პარტიის“ წევრის მოსყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ