დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„იტა­ლი­აში, ბარის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში ომში დაღუპულთა მემორიალზე ვიღაცამ ქართულად "ზაოდი" დააწერა - მეორე დღეს მერმა მემორიალთან ვიდეო გადაიღო“ 09.05.2020 23:10

გოგა ჩანადირის პოსტი:

 

„ტეხავს - აშკარად მავნებლობაა ეს. იტა­ლი­აში, ბარის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში ომში დაღუპულთა მემორიალზე ვიღაცამ ქართულად "ზაოდი" დააწერა. ამ ამბავს ქალაქის ახალგაზრდა მერი ალესიო ვალენტე ფეისბუქით გამოეხმაურა. სტატუსზე ქართველებმა დააკომენტარეს და იტალიელებმაც.
საინტერესოა, რვაასზე მეტი კომენტარია და რაც წავიკითხე, იტალიელები არსად ასახელებენ ქართველს და ვანდალიზმის გამო, არც მთელ ერს ლანძღავენ. ეს უკვე დამკომენტარებელთა მაღალ კულტურაზე მეტყველებს. მეორე დღეს მერმა მემორიალთან ვიდეო გადაიღო, სადაც წარწერა უკვე წაშლილი იყო. მან განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ქალმა ამის გამო მოიბოდიშა და თქვა, რომ მისმა შვილმა დააშავა. დედის საქციელი იტალიელებმა მოიწონეს. ერთმა ისიც დაწერა, რომ მის შვილს ასეთი მშობლის ხელში გაუმართლა და რომ ხელის დაფარებით დათვური სამსახური არ გაუწია. დედამ მოიბოდიშა. იმედია, შვილიც მიხვდება ამ დანაშაულს და ჩვნთვისაც იქნება კარგი მაგალითი, რომ ომში დაღუპულთა მემორიალი არ შევურაცხყოთ. ჰო, მართლა, რატომ ზაოდი? ჭაჭა მოენატრა?“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ