დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„არც ერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა პაციენტისგან, ყველა მათგანი იყო რომელიღაც კლასტერიდან“ 10.05.2020 15:26

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, არც ერთი მედპერსონალის დაინფიცირება პაციენტთან კონტაქტის შედეგად არ მომხდარა. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში ჯამში 40-მდე დაინფიცირებული მედპერსონალია და ამ დროისთვის, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იზოლირებულია.

 

„მსურს განვაცხადო მედპერსონალზე, რომ არც ერთი დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტიდან, ყველა თანამშრომელი იყო რომელიღაც კლასტერიდან, არასამსახურეობრივად მოხდა მათი დაინფიცირება. ჩვენ ყველა ჩვენს პერსონალს 2-3 კვირის შუალედში ვუტარებთ ტესტირებას, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ დროულად გამოვავლინოთ. ამ დროისთვის ყველა ადამიანი ვინც კი შემხებლობაში იყო იზოლირებულია და მათ შორის, ჩვენი გამოჯანმრთელებული თანამშრომლები უბრუნდებიან სამსახურებს. დაახლოებით 40-მდე მედპერსონალი არის დაინფიცირებული “, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ