დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ჰაკერები, რომლებმაც ლონდონის სამედიცინო კლინიკიდან ინფორმაცია მოიპარეს, საქართველოში იმყოფებიან და დაკავშირებულნი არიან კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან 10.05.2020 17:29

ბრიტანული გამოცემა Daily Mail.-ის ინფორმაცით, დასავლეთ ლონდონში მდებარე კლინიკა, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს და სამედიცინო ცდებს ატარებს, მარტში თავდასხმის სამიზნე გახდა - ჰაკერებმა დიდი ოდენობით პირადი მონაცემები მოიპარეს. ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევითი ცენტრი აღიარებს, რომ 14 მარტს მოპარული იქნა პასპორტების ელექტრონული ასლები, დაზღვევის ბარათები, ვიზის დოკუმენტები, ასევე, პაციენტების ფოტოები, სამედიცინო კითხვარები და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერების ჯგუფმა „ლაბირინთი“ აიღო და სამედიცინო ჩანაწერების ნაწილიც გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, დამატებითი გამოძიება მოწმობს, რომ პასუხისმგებელი ჰაკერები საქართველოში იმყოფებიან და დაკავშირებულნი არიან კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ჰაკერებმა 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა კომპანიას ფასდაკლებაც კი შესთავაზეს, თუკი კორონავირუსის წამალს იპოვის.

 

წინა კვირას კი გაზეთმა The Mail on Sunday-მ გამოამჟღავნა, რომ მოცსა „სრულიად მიუღებელი“ თავდასხმები, რომელთა უკან იდგნენ ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები, რომლებმაც ვირუსთან მებრძოლ ბრიტანულ ინსტიტუტებზე, მათ შორის, უნივერსიტეტებსა და კვლევით ლაბორატორიებზე თავდასხმა განხორციელეს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ