დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"რატომ გახდა იძულებული თბილისი, რომ კიევიდან ელჩი გაეწვია - უკრაინის დიდ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით“ 11.05.2020 12:12

რუსულმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ («Комсомольская правда») გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინელ პოლიტოლოგთან სათაურით „რატომ გახდა იძულებული თბილისი, რომ კიევიდან ელჩი გაეწვია - უკრაინის დიდ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით“.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გაბრაზებულია: დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავის ნომერ პირველ დიპლომატს უკრაინაში უკან, თბილისში იწვევს. და რა მოხდა ისეთი? მოხდა ის, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი ლიდერი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნა.

და კავკასიურ დედაქალაქშიც ეწყინათ. შედეგი: „როცა სტრატეგიული პარტნიორი თანამდებობაზე საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ და ძებნაში მყოფ კაცს თანამდებობაზე ნიშნავს, ეს ელჩის გაწვევის საფუძველიაო“.

ნუთუ ბოლო ექვსი წლის საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს მოსკოვისადმი ნეგატიურმა დამოკიდებულებამ (რომელიც ხშირად  სიძულვილში გადადიოდა) დაუკავშირა - თბილისი და კიევი - მზად არიან ერთურთს ზურგი შეაქციონ? თანაც იმ ადამიანის გამო, რომელმაც რუსული დათვის შიშით ჰალსტუხის ჭამა დაიწყო?

კომენტარისათვის კიევის პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრის დირექტორს, პოლიტოლოგ მიხეილ პოგრებინსკის მივმართეთ.


- მიხეილ ბორისოვიჩ, როგორ ფიქრობთ - საქართველო და უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გამო ერთმანეთს ხანგრძლივად დაშორდებიან?

- არ ვფიქრობ, რომ ამ სიმბოლური ჟესტის - კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევის გამო რაიმე სერიოზული მოხდება კიევ-თბილისის ურთიერთობებში. საქართველო დაინტერესებულია, რომ თავისი პროდუქცია უკრაინაში გაყიდოს, უკრაინის ბაზარზე გაიტანოს, თავის მხრივ, უკრაინა დაინტერესებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და კავშირი ფორმალურად მაინც შეინარჩუნოს. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერზე ცოტა ხნის შემდეგ ორივე მხარე თვალს დახუჭავს. საქართველო ისეთივე პარტნიორია ამირიკისთვის, როგორც უკრაინა. პარტნიორობის არსი ასეთია: ორივე ქვეყანა ამერიკის საელჩოდან მიიღებს დავალებას, რომ ეს სადაო სიტუაცია არ გააღრმაონ და დაამუხრუჭონ.


- და ის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უფრო მეტიც - მას მსჯავრი აქვს გამოტანილი - ეს ფაქტორი საერთოდ არაფერს ნიშნავს?

- დიდი პოლიტიკისათვის „სისხლის სამართლის საქმეს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „საქმე“ არაფერზე არ ახდენს გავლენას იმდენად, რამდენადაც რეალურად სიტუაციას თბილისში და კიევში აშშ-ის საელჩოები მართავენ.


- ორი კვირის წინ თქვენ ინტერვიუში თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად არ დაამტკიცებენო და მართალიც იყავით. რას ნიშნავს მისი დღევანდელი თანამდებობა?

- მისი დღევანდელი პოსტი არაფერზე გავლენას არ ახდენს, მას საკონსულტაციო ფუნქციები აქვს. მსგავს ინსტიტუტებს საკმაოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. უფრო დიდი გავლენა აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ინსტიტუტებს მართავენ. თუ პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ენდობა, მაშინ მას რეალურ უფლებამოსილებას მისცემს და მას ხელთ ბერკეტები ექნება. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ მოცემული პერსონაჟის გადაჭარბებულად კონფლიქტურ ხასიათს ვხედავ და როგორც ვატყობ, მისი რომანი ვლადიმერ ზელენსკისთან, ვგონებ, დიდხანს არ გაგრძელდება.


- თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საერთოდ დარჩება?

- დღეს ამის თქმა ძნელია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი დამატებითი მადესტაბილიზებელი ელემენტი რომ არის უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს ცხადია. მე იმის გარანტიასაც ვერ მივცემდი მის დამნიშვნელს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, რომ თვითონ იგი თავის პოსტზე ერთი წელი რომ დარჩეს.

წყარო: https://www.kp.ru/daily/27128/4213499/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ