დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით ბრიტანეთს გადაასწრო და მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება 11.05.2020 12:40

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 221 344-ს მიაღწია.

 

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით 90-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2009 შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ ამდროინდელი მონაცემებით, რუსეთმა მსოფლიო რეიტინგში დიდ ბრიტანეთს გადაასწრო და ამჯერად აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ