დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, უფრო დაკვირვებულად მოიქცევა და ღია კონფლიქტებს თავს აარიდებს" 11.05.2020 12:53

მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, უფრო დაკვირვებულად მოიქცევა და ღია კონფლიქტებს თავს აარიდებს, მაგრამ მისი შედარებითი თავშეკავებულობა მხოლოდ ერთ-ორ თვეს თუ გასტანს, შემდეგ კი სიტუაცია აფეთქდება, - ასე განაცხადა ტელეარხ ZIK-ის თოქ-შოუ „19“-ში უკრაინის ყოფილმა სახალხო დეპუტატმა ანა გერმანმა, რომელმაც კომენტარი გაუკეთა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე - რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშვნას.


„მე ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ გაქნილი პიროვნებაა და ცხადია, იგი პირველ ეტაპზე თავს აარიდებს ღია კონფლიქტების გაჩარებას, მაგრამ რადგანაც კარგად ვიცნობ ამ ადამიანის ხასიათს, ვფიქრობ, იგი თავს მხოლოდ ორი-სამი თვის განმავლობაში შეიკავებს, ერთ მშვენიერ დღეს კი აფეთქდება. და თუ ეს მოხდება, აფეთქება გამოძახილს სხვა ადგილზეც ჰპოვებს“, - ხაზი გაუსვა ანა გერმანმა.


თოქ-შოუს სტუმარმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე სხვა ასპექტზეც: „ჩემთვის ძალზე მტკივნეულია, რომ უკრაინელები ნელ-ნელა ეჩვევიან თმათთვის თავმოხვეულ აზრს იმის შესახებ, რომ ისინი უუნარონი არიან საკუთარი ქვეყანა მართონ და ამისთვის აუცილებლად უცხოელები უნდა მიიწვიონ“, - განაცხადა ანა გერმანმა.

 

მოაზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://zik.ua/ru/news/politics/saakashvili_budet_izbegat_otkrytyh_konfliktov_odnako_on_budet_sebya_sderzhivat_ne_bolee_kak_mesyac_dva__german_968021

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ