დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ინდოელი და ჩინელი მესაზღვრეების შეტაკება ჰიმალაის მთებში 11.05.2020 13:14

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ინდოელი და ჩინელი მესაზღვრეების შეტაკება ჰიმალაის მთებში


ინდოელი და ჩინელი სამხედრო მოსამსახურეები (მესაზღვრეები), რომლებიც სასაზღვრო პატრულირებას აწარმოებდნენ სიკიმში - ჩინეთის მოსაზღვრე ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათ შორის ხანმოკლე შეტაკება მოხდა, - ასეთი განცხადება გაავრცელა კვირას ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ინციდენტში ორივე მხარე დაადანაშაულა (ანუ თავისიანებიც).


„ორივე მხარის მიერ გამოვლენილი აგრესიული მოქმედებით სამხედრო მოსამსახურეებმა სხეულის მცირე დაზიანებები მიიღეს. მოგვიანებით მათ ადგილობრივ დონეზე დილოგი გამართეს და დაშორიშორდნენ“, - ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში.


ინდოეთის გაზეთი Hindustan Times სამხედრო წყაროზე დაყრნობით იუწყება, რომ 4 ინდოელი და 7 ჩინელი ჯარისკაცი დაიჭრა შეტაკების დროს ატეხილი ურთიერთსროლის შედეგად, რომელიც, წყაროს ცნობით, შაბათს, 9 მაისს მომხდა და რომელშიც თურმე 150-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა ორივე მხრიდან.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტაკება ნაკულას რაიონში მოხდა, მაგრამ არ დაუზუსტებია, თუ რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება. იმავდროულად, შეუძლებელი აღმოჩნდა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება მომხდარ ინციდენტზე კომენტარების მიღების მიზნით.

საერთოდ, ინდოეთი და ჩინეთი ხშირად აბრალებენ ერთმანეთს თავის ტერიტორიაზე შესვლისა და საზღვრის დარღვევის გამო, მაგრამ შეიარაღებული ინციდენტები იშვიათად ხდება.

ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის ჯერ კიდევ არსებობს ღრმა უნდობლობა გაჭიანურებული სასაზღვრო დავის გამო, რომელიც ინდოეთსა და ჩინეთს შორის 1962 წელს ხანმოკლე ომის მიზეზი გახდა.

2017 წელს ორივე მხრიდან ასეულობით სამხედრო მოსამსახურე იქნა თავმოყრილი დოკლამის პლატოზე - ინდოეთის, ბუტანისა და ჩინეთის საზღვრებთან - მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მწვავე უკმაყოფილება გამოხატა ჩინეთის მიერ ჰიმალაების ამ რაიონში გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი მხარეთა შორის ბოლო წლებში მომხდარ ყველაზე სერიოზულ დაპირისპირებას წარმოადგენს.
წყაროები:
----------
"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ