დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ყველანი ციხეში!-იქუხებს მალე მიხა და უკრაინელებს დასტა-დასტა შეყრის ციხეებში და ბევრსაც ანახებს უკანალში ცოცხის გარჭობის გემოს" 11.05.2020 15:34

სერგო ჯანაშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მიშა შლეგი მალე" ჩაზიდავს" ყველა ძაღლ-მამაძაღლს უკრაინაში და ახლა იქ მოაწყობინებს ბართლომეს ღამეებს ადეიშვილს,მერაბიშვილს,ახალაიას და მათ დამქაშებს.

აგერ,ადეიშვილი ,უკვე დაანიშნინა უკრაინის გენ.პროკურორის მრჩევლად რეფორმების საკითხში..

ამათი რეფორმები კი გვინახავს ჩვენ ; :ქონების წართმევა,წაგლეჯვა,ღამე სახლებში შევარდნები,ასევე, ღამე საკუთრების დაშინებით, ყასიდად ჩუქებები ხელისუფლებისთვის, და ათასი ამგვარი უბედურებანი,რომელმაც უამრავ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება.

ახლა ჯერი ვანოზეა.ამ ბლუყუნასაც მოიხმობს ალბათ თავისთან მიშიკო და ეს უკანასკნელიც უკვე ორ გვამს არ დაჯერდება,რახან უკრაინა მოსახლეობით 20-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოს,,ვანუაც ოცჯერ მეტ გვამს შემოდებს ალბათ რომელიმე დენის ქვესადგურის სახურავზე.

ყველანი ციხეში!--იქუხებს მალე მიხა და უკრაინელებს დასტა-დასტა შეყრის ციხეებში და ბევრსაც ანახებს უკანალში ცოცხის გარჭობის გემოს.

მერე,ამასაც არ იკმარებს და ახლა თავად რუსეთსაც აუხირდება-მოაწყობს პროვოკაციებს ,ერთმანეთს დააჯახებს ისედაც დაჯახებულ რუსსა და უკრაინელს და შედეგი ის იქნება,რომ ახალგორისა და კოდორის ხეობისა არ იყოს,რუსი ოდესას,ხერსონს და სხვა ტერიტორიებსაც სრულიად უმტკივნეულოდ მიიპრივატებს.

მერე,დემაგოგიური პიარსვლებით გააბრუებს უკრაინელებს-,წაგებულ ომს გამარჯვებად მოაჩვენებს და კიევის მთავარ მოედანზე აცეკვებს სიხარულისგან ეგზალტირებულ ბრბოს...

ჩვენ კი შევიცოდებთ ჩვენს მოძმე ხალხს და მოვრთავთ ვიშვიშს - ვავა უკრაინა,ვავა-თქო,მაგრამ რაღას ვუშველით,როცა ურემი უკვე გადაბრუნებული იქნება...

და ბოლოს;მიხა ახლა თავად მის კეთილისმყოფელ ზელენსკისაც აუხირდება და მისი პოსტიდან გადაგდებასა და პრეზიდენტის პოსტის დასაკუთრებასაც შეეცდება,თუ,რა თქმა უნდა,ჩაუვიდა ფეხი..

მიხა რისი მიხაა,მეორე ფრონტიც არ გახსნას. ,ოღონდ ,ტერიტორიულად სულ სხვაგან,უკრაინიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით,ქვეყანაში,სადაც ორი ვადით პრეზიდენტობისას ხალხს გადაუარა და გადმოუარა..
ამისთვის მას ამ ქვეყანაში,რომელსაც საქართველო ქვია,ყავს მობილიზებული,ფინანსებით უზრუნველყოფილი საყრდენი პოლიტიკური ძალა ნაციონალური მოძრაობისა და მისი ბევრი სატელიტის სახით..

მიხას ჩვევად აქვს ორი კურდღლის დევნა და თუ უკრაინაში ხელი მოეცარა კარიერის კეთებაში,სათადარიგო ვარიანტად საქართველო ეგულება-ქვეყანა,სადაც ათასობით მომხრე ყავს ამ თანამედროვე ფაშისტს,რომლისთვისაც ადამიანი არაფერს წარმოადგენს და ცალკეული პიროვნებისა თუ ერის ტრაგედიაც კი მისთვის ოდენ სტატისტიკაა-გაიხსენეთ,რა თქვა მან დაკარგული ახალგორისა და კოდორის ხეობის სოფლების შესახებ: რა მოხდა,ქვების გროვაა ეს სოფლებიო..

აქ ბევრი სულმოუთქმელად ელოდება მისი სადისტური რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებას და მათ შორის,მისი ადრინდელი მოწინააღმდეგეებიც,რომლებმაც ხეირი ვერ ნახეს ბიძინასაგან და ახლა ამ ბილწს შაეკვრნენ ზავითა..

გინება არ მჩვევია და არც ახლა ვიკადრებ,მაგრამ ყველა იმათი,ვინც მიშაზე ლოცულობს და კბილების კაწკაწით ნატრობს მის დაბრუნებას,...ასე და ისე!" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ