დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„შესანიშნავი ნათქვამია - აუცილებელია, რომ საბოლოოდ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ“ 11.05.2020 21:32

ამერიკელი რეპსუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. კონგრესმენი „ტვიერტზე“ აზიარებს შესაბამის განცხადებას და აცხადებს, რომ აუცილებელია შეთანხმების განხორციელება მოხდეს. „შესანიშნავი ნათქვამია, აუცილებელია, რომ საბოლოოდ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ“ , - წერს კინზინგერი.

 

ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასილიტატორების როლი არ გულისხმობს 8 მარტს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას . ფასილიტატორები მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ