დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„შეთანხმება შეეხებოდა აბსოლუტურად სხვას - მართლმსაჯულებაში არჩარევას და ამაზეა პირდაპირი მითითება დღეს ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც“ 11.05.2020 23:38

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების განცხადება ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი „კლასტერი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ელჩები განცხადებაში ადასტურებენ იმ შინაარსს, რაც დოკუმენტშია მითითებული და არა ინტერპრეტაციას, რომელიც ოპონენტების მხრიდან ისმოდა.

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გავრცელდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ელჩების განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ იმ შინაარსს და სულისკვეთებას, რაც მითითებულია დოკუმენტში, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც მოეწერა ხელი და არა იმ ინტერპრეტირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღისა და წინა პერიოდის განმავლობაში ისმოდა. ანუ, შინაარსსა და სულისკვეთებაზე არის პირდაპირი მითითება. ჩვენ ვამბობდით, რომ შეთანხმება შედგა იმაზე, რაც დოკუმენტის მეორე ნაწილში წერია და არა იმაზე, რასაც ყვებოდნენ და ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას ატყუებდნენ. ეს ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი „კლასტერი“, მათი მხარე. შეთანხმება შეეხებოდა აბსოლუტურად სხვას-მართლმსაჯულებაში არჩარევას და ამაზეა პირდაპირი მითითება დღეს ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც“,-განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასილიტატორების როლი არ გულისხმობს 8 მარტს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას. როგორც ელჩები აღნიშნავენ, შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ