დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

როგორ წარმოაჩენს მეაბრეშუმეობა საქართველოს წარსულის ფარულ, უცნობ მხარეებს 12.05.2020 11:08

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ის («The New York Times») ეგიდით გამომავალ ყოველთვიურ ჟურნალ «The New York Times Style Magazine»-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით „როგორ წარმოაჩენს მეაბრეშუმეობა საქართველოს წარსულის ფარულ, უცნობ მხარეებს“ (ავტორი - ეზი ედიგიანი, მწერალი).


პუბლიკაციაში, რომლის ავტორი თბილისში რამდენჯერმეა ნამყოფი და კარგად იცნობს საქართველოს, აღწერილია ჩვენი ქვეყნის ბუნება, რელიეფი, კავკასიონის ბუმბერაზი მთები, მასში გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ისტორია, ქართველი ხალხის ტრადიციები... სტატიაში მკითხველი ეცნობა ქართულ არქიტექტურას, ქართულ ეკლესიებს, ტაძრებს... განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოში მეაბრუშუმეობის ჩასახვა-განვითარებას ეთმობა.


„საქართველო უკვე დიდი ხანია ითვლება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად, რაც უძველესი დროიდანვე ყურადღება ექცეოდა. საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა „აბრეშუმის დიდი გზა“ ჩინეთიდან ბიზანტიისაკენ - 568 წელს, როცა ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე მიხვდა - სასანიდურ სპარსეთთან კონფლიქტით ხელს ეშლებოდა ქარავნების მოძრაობას სპარსეთის ტერიტორიაზე, მან ვაჭრებს ახალი გზით სარგებლობა ურჩია - ჩრდილოეთით, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე მიწებზე გაევლოთ. ეს გზა შედარებით უფრო გრძელი იყო, მაგრამ უსაფრთხო. კავკასიაზე გამავალი „აბრეშუმის დიდი გზა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ვაჭრობაში მანამ, სანამ ოსმალეთმა ტრაპიზონი არ ჩაიგდო ხელში“, - წერს ავტორი. სტატიაში იგი იყენებს მარკო პოლოს, დიდი ვენეციელი ვაჭრისა და მოგზაურის ჩანაწერებს საქართველოს შესახებ.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართველები მარავალი საუკუნის წინათ იცნობდნენ აბრეშუმს და მისი დამზადების წესებს. „1887 წელს თბილისში რუსი მეცნიერის ნიკოლაი შავროვის მიერ კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური შეიქმნა, რომლის შენობა დღესაც არსებობს და მუზეუმადაა გადაქცეული“, - აღნიშნავს ავტორი და ვრცლად გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებებს მუზეუმის დათვალიერებისას. იგი მოგზაურობს საქართველოში, კახეთის რეგიონში და ეცნობა, თუ როგორ უვლის ადგილობრივი მოსახლეობა აბრეშუმის ჭიას. ავტორი ესაუბრება ქართველ ქალებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ აბრეშუმის პარკის დამზადების ტრადიციები.


წყარო: https://www.nytimes.com/2020/05/11/t-magazine/silk-road-tbilisi-georgia.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ