დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ან-ან-ისტებს ვთხოვ ნუ შეიწუხებენ ან-ან-ისტური კომენტარებით, როგორიცაა მაგალითად, -"აბა ბიძინა ჯობს?" 12.05.2020 13:46

სოსო მანჯავიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში, ქართველი ხალხი მშიერი მოკვდება.


ცხადია მან ეს 'პატრიოტული' განცხადება უკრაინაში, რუსულ ენაზე გააკეთა, ისე, რომ მაქსიმალურად გავრცელებულიყო.


დიდი ხანია აღარ მიკვირს მისგან ასეთი უხამსი სისულელეები, უკვე ის, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ასეთ რამეებს ამბობს სხვა ქვეყანაში თავისი ხალხის შესახებ, არის უმძიმესი მოსასმენი.


მე ის მიკვირს, როგორ შეიძლება ხდებოდეს, რომ გიორგი მერჩულის, შოთა რუსთაველის, ვაჟას, ილიას, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში, ჩვენი ღვთაებრივი ცეკვისა, სიმღერის, პოეზიის, ჯვარის, სვეტიცხოველის, შემქმნელ ხალხში, მას ამდენი მომხრე ჰყავდეს.


მომხრეები, რომლებიც სრულიად სერიოზულად თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ქართული სახელმწიფოს შემქნელი და ამიტომ მას აქვს უფლება ილაპარაკოს მსგავსი კრეტინობები ქართველ ხალხზე.


ვერაფრით გადავეჩვიე მისი მომხრეების ამ სადო-მაზოხისტური კერპთაყვანისმცემლობით გაოცებას.


ან-ან-ისტებს ვთხოვ ნუ შეიწუხებენ ან-ან-ისტური კომენტარებით, როგორიცაა მაგალითად, -"აბა ბიძინა სჯობს?"
და მსგავსი გონების გაუდაბნოების მანიშნებელი სიბრიყვეებით.


P.S. ზემოთხსენებული ნეოლოგიზმების განმარტება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ჩემს კედელზე, 9 მაისს დადებულ პოსტში."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ