დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს" 12.05.2020 15:03

თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად  გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით.

 

მისივე თქმით, ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ