დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე მედპერსონალი თვითიზოლაციაშია 12.05.2020 20:25

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე მედპერსონალი თვითიზოლაციაშია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, პაციენტს, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

“მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ჩვენი პაციენტის შესახებ ინფორმაცია, რომ კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი დაადასტურა, მოხდა ჩვენი 30-მდე თანამშრომლის ორმაგად ტესტირება - სწრაფი და PCR ტესტებით და ამის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი თვითიზოლაციაში გადასვლის თაობაზე. არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი და ეპიდემიოლოგიური და სტანდარტული მოთხოვნების შესაბამისად, ამ კვლევებს შესაბამის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. რაც შეეხება პაციენტს, ეს პაციენტი არის თეთრიწყაროდან, რომელიც გადაიყვანეს კონტაქტის გამო გუდაურში, საკარანტინე სივრცეში, იქ აუღეს ანალიზი და იყო უარყოფითი, დარჩა ამ საკარანტინე სივრცეში, იქ ყოფნის დროს თავი იგრძნო შეუძლოდ, შემდეგ გადაიყვანეს მცხეთის ცხელების ცენტრში, იქ გაკეთდა მეორე ანალიზი და ის PCR ტესტიც იყო უარყოფითი და მცხეთის ცენტრიდან პირველ მაისს გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ჩვენთან იმკურნალა 7 დღე, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დაბრუნდა ისევ ჩვენგან თავის საკარანტინე სივრცეში, სივრცის დატოვებამდე ერთი დღით ადრე გეგმიურად ჩაუტარდა PCR ტესტირება და მაშინ გაირკვა, რომ არის კოვიდდადებითი”, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ