თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლა დაინფიცირების რისკს ზრდის, თუმცა როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება ეს ადამიანებზე, მედიკოსებზე და სახელმწიფოს მიერ მიღებულ პრევენზიულ ზომებზეა დამოკიდებული. როგორც ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, ჯერ უცნობია კონკრეტული ღონისძიებები, რომელთაც სახელმწიფო გაატარებს უცხოელი ტურისტების კუთხით, შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური სურათი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დაარეგულირებს სახელმწიფო ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში.
„რისკს ზრდის, მაგრამ რეალურად გაზრდის თუა არა ახალ შემთხვევებს, ვნახავთ. ეს დამოკიდებული იქნება ჩვენზე, ექიმებზე, ეპიდემიოლოგებსა და ისევ სახელმწიფო ვერტიკალზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ დაარეგულირებს ტურისტების შემოსვლას. მაგალითად, ჯერ არ ვიცი, იქნება თუ არა სავალდებულო ტურისტებისთვის ე.წ. იმუნოლოგიური პასპორტის მოთხოვნა, ანუ იმ ცნობის, რომ ისინი ინფიცირებული არ არიან. აგრეთვე, სხვა რა პრევენიული ზომები იქნება ზუსტად გამოყენებული, ჯერ არ ვიცით“,-განაცხადა ცერცვაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge